Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: Hopihop
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
თბილისი მოლში მდებარე "Hopihop"-ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.

თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!

გრაფიკი 1:

** ნახევარი განაკვეთი, კვირაში 21 საათი, კვირაში 3 დღე (შაბათი-კვირა და ერთი სამუშაო დღე). დღეში 7 საათი;
** 4 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 600 ლარი.

გრაფიკი 2:

** ნახევარ განაკვეთი, კვირაში 21 საათი. კვირაში 5 დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:30-დან 22:00-მდე;
** შაბათ-კვირა დასვენების დღეებია;
** ანაზღაურება: 600 ლარი.

რა იქნება შენი მოვალეობა?

** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.

ვის ვეძებთ?

** მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge.

სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი (ნახევარი განაკვეთი)", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე