Робота для біженців з України
ფასადის მემონტაჟის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასადის მემონტაჟის დამხმარე
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შპს "არქ-კონი" ახორციელებს ვენტილირებადი ფასადების, ვიტრაჟებისა და ლითონკონსტრუქციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს. გუნდის გაფართოების მიზნით, ვიწვევთ მოტივირებულ კადრებს ფასადის მემონტაჟის დამხმარის პოზიციაზე, საქმის ადგილზე შესწავლის პერსპექტივით.

ვაკანსია: ფასადის მემონტაჟის დამხმარე
კატეგორია: მშენებლობა / რემონტი / წარმოება
მდებარეობა: თბილისი (სხვადასხვა ობიექტი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ფასადისა და ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოებში მთავარი მემონტაჟის დახმარება;
** სამშენებლო მასალებისა (მინაპაკეტები, ფასადის მოსაპირკეთებელი პანელები, ლითონის კონსტრუქციები) და ინსტრუმენტების მომზადება, მიწოდება და დასაწყობება;
** სამუშაო სივრცის მომზადება და წესრიგის შენარჩუნება;
** შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმების განუხრელი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ფიზიკური მზაობა და შრომისმოყვარეობა;
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი (შიშის გარეშე);
** ძირითადი ელექტრო ინსტრუმენტების (კუთხსახეხი/ბურღი/ ხრახნდამჭერი) გამოყენების ელემენტარული უნარები ან გამოცდილება;
** საზომი ხელსაწყოების გამოყენებისა და ელემენტარული მათემატიკური გამოთვლების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდურობა;
** სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება არ არის სავალდებულო — საქმის შესწავლა ხდება ადგილზე.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად (დეტალები განიხილება გასაუბრებაზე);
** პროფესიული ზრდა: ხელობის ადგილზე შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების რეალური შესაძლებლობა;
** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.
** განაცხადის მიღება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: l.maisuradze@arch-con.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფასადის მემონტაჟის დამხმარე".

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 06 45 05
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე