Робота для біженців з України
მომარაგების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების თანამშრომელი
მომწოდებელი: Auto Park
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია Auto Park არის ავტომობილების სერვისცენტრი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

სერვისცენტრი სპეციალიზდება ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაში და ფოკუსირებულია (მაგრამ არ შემოიფარგლება) KIA და Hyundai მარკის ავტომობილებზე. ვმუშაობთ ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში და ვთავაზობთ მომხმარებლებს სწრაფ და სანდო სერვისს.

Auto Park აცხადებს ვაკანსიას მომარაგების თანამშრომლის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტონაწილების მიღება, ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე დროული მიწოდება/მოტანა თბილისის ტერიტორიაზე
** ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვაზე პასუხისმგებლობა
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტონაწილებისა და საავტომობილო კომპონენტების მიმართულებით კარგი ორიენტირება
** A და B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა)
** თბილისის ქუჩების/ლოკაციების კარგი ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
სამუშაო ადგილი: თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy.autopark@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე