Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას ავტომობილების სამრეცხაო და დეთეილინგის ცენტრის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია DEPO Car Wash & Detailing-ისთვის.

გენერალური მენეჯერი წარმართავს ცენტრის ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს ავტომობილების რეცხვის და დეთეილინგის მომსახურებას და დეთეილინგის პროდუქტების საცალო/საბითუმო რეალიზაციას.

პოზიციაზე მივესალმებით ავტოინდუსტრიაში გათვითცნობიერებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ გუნდის მართვის კარგი გამოცდილება, შეუძლიათ წარმართონ სერვის ცენტრის ფუნქციონირება და იზრუნონ მის განვითარებაზე.

სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 117
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარიდან + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
დაქვემდებარებული პერსონალის რაოდენობა: 15 თანამშრომელი (მათ შორის სამრეცხაოს და დეთეილინგის სპეციალისტები) + გამოძახებით მომუშავე სპეციალისტები.

ძირითადი მოვალეობები:

** სამრეცხაო/დეთეილინგის ცენტრისა და მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და ზედამხედველობა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, საჩივრების/პრეტენზიების მოგვარება და მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
** პერსონალის მართვა (დაქირავება, შეფასება, სამუშაო გრაფიკების შედგენა/კოორდინაცია, სწავლების პროცესის წარმართვა და ა.შ.);
** ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი, შემოსავლების და ხარჯების ანალიზი, მომგებიანობის ზრდაზე ზრუნვა;
** საქონლის და მასალების მარაგების მართვა, საწყობის აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა და ფასების მოლაპარაკება;
** აღჭურვილობის გამართულობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების (B2B/საბითუმო კლიენტები) ძიებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების დანერგვის, ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საკითხების ინიციირება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ავტოინდუსტრიის სფეროს ცოდნა, ინტერესი და/ან ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯერული გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიის, რითეილის, სერვის ცენტრის ან მსგავს სფეროებში);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
** ბიუჯეტირების, ხარჯების ანალიზისა და ანგარიშგების წარმოების უნარი და გამოცდილება;
** გუნდის ეფექტური მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის უნარი;
** საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნესის ოპტიმიზაციის უნარი;
** საოფისე, საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.stream.com.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე