|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
McDonald’s Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** მისამართი: ლისი, ი. კეჭაყმაძის I შესახვევი №11
დამატებით:
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი
** უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათებში.
** სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონემენტი)
** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები
** პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00-15:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საოფისე ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შესყიდვა, აღრიცხვა და კონტროლი;
** ოფისის ტექნიკური, სარემონტო და კომუნალური მომსახურებების კოორდინაცია;
** ოფისისა და სხვა ადმინისტრაციული ფართების დასუფთავების ჯგუფის მუშაობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი;
** კომპანიის შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების პასუხის გაცემა;
** შეხვედრებისა და სტუმრების ვიზიტების ორგანიზება;
** HR დეპარტამენტის მხარდაჭერა რეკრუტინგის, ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვის პროცესში;
** თანამშრომელთა შვებულებების, დეკრეტული შვებულებების, დაზღვევისა და სხვა ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
** ადმინისტრაციული შესყიდვების, ხელშეკრულებებისა და ელექტრონული განაცხადების მომზადება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** IT, ფინანსების, HR-ისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა საოფისე პროცესების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** ადმინისტრაციული მენეჯერის დავალებით მიმდინარე პროექტებისა და საოფისე ინიციატივების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები
** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი;
** პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დინამიურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6aaa7411590ba8b4f0f2cbdf
|
|
|
|