|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
"აგროჰაბი" — აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში — 2016 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ და ჯანსაღ პროდუქტს ევროპული სტანდარტების შესაბამისად სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის სტუმრების დახვედრა, მიღება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** შემომავალი ზარების, წერილებისა და სხვა კომუნიკაციების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრის ოთახების დაჯავშნისა და მომზადების კოორდინაცია;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა ადმინისტრაციული რესურსების კონტროლი;
** ოფისის შიდა წესრიგისა და ადმინისტრაციული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა საოფისე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში დაგხვდებათ:
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლის სხვა კორპორაციული ბენეფიტები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@agrohub.ge
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|