|
დასახელება:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-რაციონალი
|
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში.
პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
** ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კონკურენტების მხრიდან დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
** ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტებზე, სამედიცინო პერსონალისგან ინფორმაციის შეგროვება;
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა; დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UFZP3uhd
|
|
|
|