|
დასახელება:
შესყიდვების სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
** შესყიდვების სამსახურის საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და შედეგების კონტროლი;
** სტრატეგიულ და მსხვილ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
** შესყიდვების ბიუჯეტისა და ძირითადი ხარჯების კონტროლი;
** შესყიდვების პროცესში რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების მონიტორინგი;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
** კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პრიორიტეტების განსაზღვრა და პროცესების გაუმჯობესება;
** მომწოდებლების შერჩევისა და შეფასების პროცესის ზედამხედველობა;
** შესყიდვების პერიოდული რეპორტების მომზადება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების, მიმართულებით;
** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|