Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: კავკასუს ჰორაიზონი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
Access-A-Ride ლოჯისტიკური კომპანია "კავკასუს ჰორაიზონი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 5-7 აშშ დოლარი საათში (დამოკიდებულია გამოცდილებასა და სამუშაო საათებზე).
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი იყოფა ცვლებად. თითოეული ცვლა მოიცავს კვირაში 4-5 სამუშაო დღეს.

სამუშაო გრაფიკი:

** პირველი ცვლა - საქართველოს დროით 14:00 საათიდან (8-10-საათიანი ცვლა);
** მეორე ცვლა - საქართველოს დროით 17:00 საათიდან (7-8-საათიანი ცვლა)
** მესამე ცვლა - საქართველოს დროით 20:00 საათიდან (7-8-საათიანი ცვლა)

ზუსტი ცვლის საათები და დღეები მოლაპარაკებადია.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური.

ძირითადი მოვალეობები:

** მძღოლების გრაფიკის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** ქართველ მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ოპერატიული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოთმინება;
** სწრაფი აზროვნება;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
** Google Maps-ის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე;
** ყურსასმენების ქონა;
** ლეპტოპის ქონა;
** სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ნიუ-იორკის (NY) გეოგრაფიის კარგი ცოდნა;
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და დამატებითი ენის ცოდნა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

1. გასაუბრება;
2. 5 დღიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი;
3. 5 დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება;
4.სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გუნდის წევრი გახდებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zuxexpress@gmail.com

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: "ვაკანსიის დასახელება".

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე