Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

"ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის "დიპლომირებული მედიკოსი" განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესარჩევად.

ვაკანტური აკადემიური პოზიციები:

კლინიკური მედიცინის მიმართულება — 7 ადგილი

პროფესორი — 1 ადგილი;
ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
ასისტენტი — 4 ადგილი.

პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება — 8 ადგილი:

პროფესორი — 1 ადგილი;
ასოცირებული პროფესორი — 1 ადგილი;
ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
ასისტენტი — 4 ადგილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება — 4 ადგილი:

პროფესორი — 1 ადგილი;
ასისტენტი — 3 ადგილი.

საკონკურსო ვადები:

** საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026 წლის 11 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).
** საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2026 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბერის ჩათვლით;
** კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 20 ოქტომბერი;
** კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - ს 2026 წლის 22 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 25 ოქტომბერს;
** გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 29 ოქტომბერს.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

** საკონკურსო პირობები
** განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით
** უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: info@abmu.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე