Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=752255&print=yes&view=jobs
 
სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

თანამდებობრივი ფუნქციები:

სამსახურის სპეციალისტი:

** ახორციელებს აპლიკანტების, აბიტურიენტების და მობილობის მსურველი პირების რეგისტრაციას;
** ახდენს სტუდენტთა კონსულტირებას უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებზე;
** მონაწილეობს ან/და ეხმარება სტუდენტურ თვითმმართველობას მისი აქტივობების ორგანიზებაში;
** მონაწილეობს სტუდენტებისთვის ტრენინგების, სემინარების და მასტერკლასების ორგანიზების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხების ორგანიზებაში;
** ხელს უწყობს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვას, ეხმარება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ არჩეულ სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობას;
** ახდენს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელთა პერიოდულ კვლევას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობის ადმინისტრირებას;
** კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@abmu.edu.ge.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია