Робота для біженців з України
კონსულტანტი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Toy House
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
ჩვენი მაღაზია ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს კონსულტანტისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა
** Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე ოპერატიული პასუხის გაცემა
** პროდუქციის ეფექტურად წარდგენა და გაყიდვების სტიმულირება
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის მიღება, განლაგება და სისუფთავის/წესრიგის მუდმივი შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი)
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:30-19:30 სთ (ყოველდღე, კვირაში 1 დასვენების დღე)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან)
** მისამართი: საბურთალო, ტაშკენტის 10ა (მეტრო "სამედიცინოსთან")

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV:

** WhatsApp/Viber: 591 27 38 39 ან 514 27 38 38
** ელფოსტა: otomgaloblishvili1997@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე