|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
BET25
|
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება 12:00-დან 21:00-მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა შეკითხვების, მოთხოვნებისა და პრობლემების დამუშავება;
** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
** მიღებული ინფორმაციის პროგრამაში/სისტემაში სწორად დაფიქსირება;
** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია კანდიდატის გამოცდილების გარეშე განხილვაც.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|