|
დასახელება:
ცეკვის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ცეკვის მასწავლებლის პოზიციაზე.
თანამდებობა: ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ცეკვის მასწავლებელი
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 35% განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33
ახალგაზრდული დღის ცენტრის ცეკვის მასწავლებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას დღის ცენტრის მოსწავლეებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში;
** დაგეგმოს და ჩაატაროს ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდების ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
** შექმნას ბავშვებისთვის პოზიტიური, მეგობრულო და უსაფრთხო სასწავლო გარემო;
** გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები;
** გამოიყენოს ბავშვებისთვის გასაგები და ასაკის შესაბამისი სწავლების მეთოდები;
** ხელი შეუწყოს ბავშვების ჩართულობას და არ დაუშვას ბავშვის დაცინვა, დამცირება ან დისკრიმინაცია;
** მოამზადოს ინდივიდუალური და ჯგუფური საცეკვაო ნომრები ცენტრის ღონისძიებებისთვის;
** ვალდებულია დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** ვალდებულია დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს;
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
** ვალდებულია სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** ვალდებულია იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
** ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
** ცეკვის, ქორეოგრაფიის ან შესაბამის სფეროში განათლება ან პროფესიული მომზადება
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: loredana.monetti@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22.09.2026
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;
|
|
|
|