Робота для біженців з України
შინმოვლის მედდა - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შინმოვლის მედდა
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას შინმოვლის მედდის პოზიციაზე.

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 50% განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიუპოტრის 10

სამუშაო მიზანი: პროგრამის ექთანი პასუხისმგებელია პროექტის გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბინაზე ავადმყოფების მონახულება;
** ავადმყოფისათვის პროფილაქტიკური, სამკურნალო, ჰიგიენური და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდება შესაბამისის სტანდარტის გათვალისწინებით.
** ექიმის დანიშნულების კვალიფიციურად შესრულება
** ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება (ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება პროექტის კოორდინატორთან ერთად, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა),
** პაციენტების ინტერესების ადვოკატირება.
** პაციენტებისა და არაფორმალური მომვლელების ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
** პაციენტის მოვლისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** შინ მოვლის სამსახურის თანამშრომელთა ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ექთნის კვალიფიკაცია
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

პიროვნული თვისებები

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

სასურველია: რუსული ენის ცოდნა

ჰონორარი/ ხელფასი: საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობასა და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე : loredana.monetti@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22/09/2026

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:

http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე