|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე + ბონუსი ზარების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების მიღება და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა;
** სატელეფონო მიმართვების პროგრამაში სწორად დაფიქსირება;
** მომხმარებელთა პროფესიული და თავაზიანი მომსახურება;
** ქოლ-ცენტრის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** მომხმარებელთა მომსახურების/ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** 1000 ლარს ხელზე + ბონუსს ზარების მიხედვით;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კლინიკის ამბულატორიულ სერვისებზე 40%-იან ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: hr@enmedic.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
პერსონალური მონაცემების დაცვა:
კანდიდატის მიერ გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევისა და შეფასების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|