Робота для біженців з України
ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით - ოზურგეთი.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ლოკაცია: ოზურგეთი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური.
ანაზღაურება: 1300-2000 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
** მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა
** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა
** EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის ქონა;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5D6yAGsb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე