Робота для біженців з України
Help Desk ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Help Desk ინჟინერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ"-ი აცხადებს ვაკანსიას Help Desk Engineer-ის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (ადგილზე და დისტანციურად) და საჭიროების შემთხვევაში მათი ინსტრუქტაჟი/ტრენინგი;
** ოპერაციული სისტემების (MS Windows 7, 8, 10, 11) ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები) და IP ტელეფონების ინსტალაცია/კონფიგურირება;
** შიდა ლოკალური ქსელის (LAN, Wi-Fi, DHCP/DNS) საბაზისო მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
** ტექნიკური ინციდენტების მართვა (Ticketing სისტემაში);
** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Windows (7, 8, 10, 11) ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა;
** IP ტელეფონიასთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლოკალური ქსელებისა და ინტერნეტ-პროტოკოლების საბაზისო ცოდნა;
** დისტანციური დახმარების პროგრამების ცოდნა (TeamViewer, AnyDesk და ა.შ.);
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის);
** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები და უნარები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი (სისხარტე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** დატვირთულ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული, კვირაში მაქსიმუმ 40 საათი.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე: https://scapp.selfrecruit.ge/s/lL7nH ან/და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე (CV)

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე