|
დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი კომუნიკაცია ახალ მომხმარებელთან;
** შემოსული ზარების/მოთხოვნების დროული კოორდინაცია/შესრულება;
** მომხმარებლების ელექტრონული ბაზების მართვა;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ბინების, გადახდის გრაფიკისა და მომხმარებლის ცვლილება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება სამშენებლო ობიექტზე;
** ბინის ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|