|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის PR და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობისა და პროექტების შესახებ საკომუნიკაციო კონტენტის მომზადება სხვადასხვა აუდიტორიისა და არხისთვის;
** მედიისთვის პრესრელიზების, განცხადებების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა PR კონტენტის შექმნა;
** კომპანიის წარმომადგენლებისთვის ინტერვიუებისა და საჯარო გამოსვლებისთვის საჭირო ინფორმაციისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან პროფესიული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** მედია აქტივობების, მათ შორის ინტერვიუების, სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაღებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** მედია გაშუქების შინაარსის შეფასება და მონიტორინგი;
** PR ღონისძიებების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ღონისძიებებისა და მედიააქტივობებისთვის საჭირო საინფორმაციო, ვიზუალური და სხვა მასალების მომზადების კოორდინაცია;
** ღონისძიებების მიმდინარეობისას ჩართული მხარეების კომუნიკაციისა და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა;
** სააგენტოებთან, გადამღებ ჯგუფებთან და სხვა გარე პარტნიორებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმოება;
** PR საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება;
** PR და საკომუნიკაციო პროექტებისთვის საჭირო გარე მომსახურებების შესყიდვის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის ტექნიკური დავალებების მომზადება;
** სააგენტოებთან და მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** წლიური და მიმდინარე PR გეგმის შესრულების მხარდაჭერა და დაგეგმილი აქტივობების ვადების კონტროლი;
** PR კალენდრის მართვა, აქტივობების დაგეგმვა და მასში მიმდინარე ცვლილებების დროული ასახვა.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|