Робота для біженців з України
e-commerce ოპერაციებისა/კომუნიკაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: e-commerce ოპერაციებისა/კომუნიკაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას e-commerce ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები: ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე.

პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში.

ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
** თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
** კარიერული ზრდა
** ბონუსური სისტემა

რას გააკეთებ:

** შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე
** ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე
** ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება
** შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი
** პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა
** მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება
** პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში
** მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება

ჩვენი მოლოდინი:

** გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი
** მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
** მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი
** სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება
** უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა

ჩვენს შესახებ:

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე:

რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.

შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/ndvp/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე