|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
რედბერი
|
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"Redberry" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
პოზიციის შესახებ:
სამკაულების მაღაზიაში იმუშავებ მომხმარებელთან, თბილისის ერთ-ერთ ფილიალში. გამოცდილება არ გჭირდება, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. გრაფიკი ცვლებშია: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი:
** კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა.
** დღეების უმეტესობა 6-საათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე 12-საათიანია და ცვლები როტაციულია.
** მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი:
აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის გამზ. 60ბ
გალერია თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
თბილისი მოლი 2, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ:
https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa
რას გთავაზობთ:
** ყველაფერს ადგილზე გასწავლით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
** ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
** ძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ:
** დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში
** მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
** მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
** იმუშავებ სალაროსთან
** იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი:
** 18 წელი და მეტი
** ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
** საქართველოში მუშაობის უფლება
ჩვენს შესახებ:
wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa
ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად, ერთ საათში.
|
|
|
|