|
დასახელება:
კლინიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, პ.იაშვილის ქუჩა № 9; № 11
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
** ამბულატორიული კლინიკის შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად;
** ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
** პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
** ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს ქეისის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
** კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა/მონიტორინგი, დაკორექტირების თავიდან არიდების მიზნით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების წარმოება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** სავალდებულოა ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/r0APl
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|