Робота для біженців з України
ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 749804__________________________________________________________________________________________________________________________
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს, ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის (დადიანის ქ. #17) აივნის დახურვის და პირველი სართულის საძინებლის სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე:

** ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ქუთაისის მსტ სახლის (დადიანის ქ. #17) აივნის დახურვის და პირველი სართულის საძინებლის სარემონტო სამუშაოს ჩატარება;
** მეორე სართულის აივნის გადახურვა (რკინის კონსტრუქციის მოწყობა, ხარისხიანი, სერთიფიცირებული ლითონის ფურცლებით გადახურვა. მოწყობილი რკინის კონსტრუქციის დამუშავება/შეღებვა ღია სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით) -35 მ2
** წყლის სადინარი არხების/ღარების მოწყობა -15 მ.
** წყლის სადინარი მილების მოწყობა -12-15 მ.
** შენობის პირველ სართულზე, საძინებლის ჭერზე დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს შეცვლა და შეღებვა - 6 მ2
** ოთახის კედლებზე დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს შეცვლა - 10 მ2
** შპალერის შეცვლა ახლით - 40 მ2
** შენობის გარედან, პირველ სართულზე, კედლის ჰიდროიზოლაციური სითხით დამუშავება - 15 მ2
** სამშენებლო ნარჩენების გატანა

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 23 სექტემბრიდან, 23 ოქტომბრამდე.

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, დადიანის #17.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: " ქუთაისის მსტ სახლის აივნის დახურვა და საძინებლის რემონტი".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 18 სექტემბერი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის-4.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე