Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"მწვანე სკოლის" დიდი დიღმის კამპუსი სკოლამდელი საფეხურის 3-4 და 4-5 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1) სკოლამდელი განათლების მასწავლებელი — 3-4 წლის ასაკობრივი ჯგუფი
2) სკოლამდელი განათლების მასწავლებელი — 4-5 წლის ასაკობრივი ჯგუფი
3) მასწავლებლის თანაშემწე

ანაზღაურება: ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი

** I ცვლა: 09:00-17:00
** II ცვლა: 10:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საბავშვო ბაღში/სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა;
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი;
** მნიშვნელოვანია ბავშვებთან პოზიტიური, თბილი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი და თანამედროვე სკოლამდელი განათლების პრინციპებისადმი ინტერესი.

კონკურსის ეტაპები

** I ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) საფუძველზე კანდიდატთა კვალიფიკაციისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/გადარჩევა;
** II ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** III ეტაპი: კანდიდატებისთვის ორგანიზაციის ღირებულებების, კონცეფციისა და გარემოს გაცნობა; კანდიდატის მიერ სამოდელო აქტივობის/თამაშის დაგეგმვა და წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

anna.mamuliaa@gmail.com
navsajanishvili@greenschool.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე