|
დასახელება:
უფროსი ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!
"m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დიზაინერების კოორდინაცია, სამუშაოს სწორად გადანაწილება და პროექტების შესრულების კონტროლი;
** დამკვეთის დახმარება ინტერიერის დაგეგმვაში, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** საერთო სარგებლობის სივრცეების დიზაინის შემუშავება და კოორდინაცია ობიექტზე;
** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე დიზაინის ნაწილში, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა ან პროექტის კორექტირება;
** ბინებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების ნაწილში არქიტექტურული ნახაზების დამუშავება და შემოწმება;
** მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მუშა დოკუმენტაციიდან ამოღება/დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში სარემონტო მასალების შერჩევა, სპეციფიკაციების დამუშავება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფესიული განათლება (ინტერიერის დიზაინერის ან/და არქიტექტორის კვალიფიკაციით);
** სამუშაო გამოცდილება დიზაინისა ან/და არქიტექტურის სფეროში.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** არქიტექტურული პროგრამები:
** პროფესიულ დონეზე ცოდნა - ArchiCAD;
** საშუალო დონეზე ცოდნა - AutoCAD და Excel;
** Revit, 3D Max და Adobe Photoshop ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ინტერიერის დიზაინერი".
ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|