Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** ანაზღაურება - 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი - თბილისი, ლისის მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის ასისტენტი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე