Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

კომპანიის შესახებ:

შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია დაარსდა 2010 წლის 14 იანვარს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათავო ოფისისგან, 9 რეგიონული ფილიალისა და 59 სერვის ცენტრისგან. კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 4 150 ადამიანს. თანამშრომელთა 60% დასაქმებულია ტექნიკურ სფეროში, 24% -კომერციულ / ფინანსურ სფეროში, ხოლო 16% - ადმინისტრაციულ სფეროში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 413 299 საყოფაცხოვრებო და 32 510 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს.

 

კომპანიის მიზანი:

 

მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება; კომპანიის ოპერირების არეალში არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი - ბაკურიანი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 19 ნოემბერი 29 ნოემბერი
ტექნიკური ჯგუფის უფროსი - ლანჩხუთი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 17 ნოემბერი 29 ნოემბერი
ტექნიკური განყოფილების უფროსი - ბაკურიანი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 17 ნოემბერი 29 ნოემბერი
წყალმომარაგების სამსახურის II კატეგორიის მთავარი სპეციალისტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ხელფასიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 16 ნოემბერი 30 ნოემბერი
წყალმომარაგების სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ხელფასიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 16 ნოემბერი 30 ნოემბერი
გამწმენდი ნაგებობის მექანიკოსი - ზუგდიდი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 16 ნოემბერი 10 დეკემბერი
გადაიტანე Facebook-ზე